Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების „მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) და „სტომატოლოგია“ (ინგლისურენოვანი) სტუდენტებისათვის 2025-2026 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ” რექტორის 2025 წლის 22 ივლისის N151/01-01 ბრძანების


ა) 1.1 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტში ადმინისტრაციული რეგისტრაცია ნაცვლად:

„ 18 აგვისტო - 29 სექტემბერი; “

განისაზღვროს: „18 აგვისტო - 8 ოქტომბერი; “


გ) 1.1 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტში აკადემიური რეგისტრაცია ნაცვლად:

„ 22-29 სექტემბერი; “

განისაზღვროს: „22 სექტემბერი; - 8 ოქტომბერი; “


2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია